ხანძარი ხულოში-დამწვარია ორი საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები. ცეცხლის სწრაფი გავრცელება ძლიერმა ქარმა გამოიწვია. ხანძრის შედეგად განადგურებულია 250 კვ.მ. ფართობი.
ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.