09 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
ბოკო ჰარამის მებრძოლები დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" ერთგულებას უცხადებენ

ბოკო ჰარამის მებრძოლები დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" ერთგულებას უცხადებენ. ამის შესახებ, ნიგერიაში მოქმედი დაჯგუფების ლიდერის აუდიო მიმართვაშია საუბარი.

ბოკო ჰარამი ყველაზე მრავალრიცხოვანი დაჯგუფებაა, რომელიც რადიკალ ისლამისტებს შეუერთდა. მასში 6 ათასზე მეტი ადამიანია გაერთიანებული. სანამ ჩანაწერი გავრცელდებოდა ბოკო ჰარამმა პასუხისმგებლობა აიღო ქვეყანაში მომხდარ ტერაქტების სერიაზეც.

ბორნოს რეგიონში თავდასხმების შედეგად 60–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 150–მდე კი დაშავდა.

დღის ამბები