17 ნოემბერი 2024,   12:01
ვრცლად
დოპინგის მომხმარაბელთა მაჩვენებელი საქართველოში-დოპინგ სინჯი 474 სპორტსმენს ჩაუტარდა და არც ერთს არ დაუდასტურდა

ბოლო პერიოდში დოპინგის მოხმარების მხრივ ქვეყანაში ვითარება გამოსწორებულია. ამის შესახებ განცხადება ანტიდოპინგური ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თემურ უკლებამ გააკეთა.  

უკლებას თქმით 2017 წელს 474 სპორტსმენს ჩაუტარდა დოპინგ სინჯი და არცერთი მათგანი დადებითი არ აღმოჩნდა. მსოფლიო მასშტაბით კი დოპინგ პრეპარატების მოხმარება 1.5 პროცენტით გაიზარდა ჭიდაობაში, 1 პროცენტით კი ძიუდოში. უკლებას განმარტებით განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა სხვადასხვა ფიტნეს კლუბებში, სადაც უკონტროლოდ ხდება ანდროგენულ-ანაბოლური საშუალებების მიღება, რომელიც ადამიანების ორგანიზმში სხვადასხვა სახიფათო უკუჩვენების წარმომქმნელია. უკლება ამბობს, რომ აუცილებელია სამთავრობო დონეზე მოხდეს ამ პრეპარატების კონტროლზე აყვანა.  

დღის ამბები