09 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ბორის ნემცოვის მკვლელობაში

ბორის ნემცოვის მკვლელობის გამოძიებაში ახალი დეტალები ჩნდება. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გროზნოში ალყაში მოაქციეს კიდევ ერთი ეჭვმიტანილი. დაკავების მცდელობის დროს მან თავი აიფეთქა.

ამ დროისათვის სულ 4 ადამიანია დაკავებული: ძმები ანზორ და შაგიდ  გუბაშევები, მათი ბიძაშვილი ზაურ დადაევი და კიდევ ერთი პირი, რომელიც მკვლელობის მომენტში დადაევთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციი, ზაურ დადაევი 10 წლის განმავლობაში ჩეჩნეთის ერთ–ერთ ბატალიონში მსახურობდა, ძმები გუბაშევები კი მოსკოვში სავაჭრო ცენტრის დაცვის  სამსახურში  და  სატვირთო  მანქანის   მძღოლად   მუშაობდნენ.

დაკავებულების ოჯახის წევრებს ეჭვმიტანილების მკვლელობაში მონაწილეობის არ სჯერათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები