1 გარდაცვლილი და სამი დაშავებული - ცოტა ხნის წინ, ფოთში, ძლიერი აფეთქება მოხდა. “კურიერის“ ინფორმაციით, ნაბადოს უბანში, გაურკვეველ ვითარებაში რამდენიმე ახალგაზრდას ხელყუმბარა აუფეთქდა. ერთ-ერთი დაშავებული არასრულწოვანია.
შემთხვევა გამთენიისას ქუჩაში მოხდა. დაშავებულები ფოთისა და ქუთაისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
აფეთქების შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. დეტალებზე ადგილობრივებს საუბარი უჭირთ, რადგან შემთხვევის დროს ადგილზე არავინ იმყოფებოდა, აფეთქებაც გაურკვეველ ვითარებაში მოხდა.
„თვითმხილველი არავინ ყოფილა, ამბობენ, რომ რაღაც აუფეთქდათო. დაახლოებით შვიდი საათი იქნებოდა დაწყებული“-ამბობს ადგილობრივი.
ადგილზე ამ დრომდე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.