17 ნოემბერი 2024,   11:51
ვრცლად
უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილნი და ბრძენნი - ადა მარშანია რუსული რბილი ძალის წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბრობს

„ყოველთვის იქნება რბილი ძალის მცდელობა ყველა იმპერიის მხრიდან მით უმეტეს, მეზობლად რომ არის ეს იმპერია განლაგებული," - აცხადებს "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ადა მარშანია.

მარშანია თბილისში მიმდინარე რუსულ მედიაფორუმს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსული რბილი ძალის წინააღმდეგ მხოლოდ ფრთხილი და ბრძნული მოქმედებაა საჭირო.

"უბრალოდ, ჩვენ ვერასოდეს ვისწავლეთ და ვიხმარეთ ჭკუა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიაზროთ რა მეზობელი გვყავს, მოგვწონს არ მოგვწონს ასეთია როგორიც არის. უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილნი და ბრძენნი, მაგრამ მე ამას ვერ ვხედავ, ვერც სიფრთხილეს და ვერც სიბრძნეს“-ამბობს ადა მარშანია. 

დღის ამბები