სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში ხარაჩო ჩამოიშალა და 3 ადამიანი დაშავდა. მათგან 1 საქართველოს, 2 კი თურქეთის მოქალაქე დედა-შვილია.
დაშავებულებს სხეულზე სხვადასხვა ტიპის დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის მსუბუქი მოტეხილობა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.