17 ნოემბერი 2024,   11:54
ვრცლად
"ხადორი 3" ჰესის მშენებლობა - პანკისელები საპროტესტო აქციებს აანონსებენ 

პანკისის მოსახლეობამ "ხადორი 3" ჰესის მშენებლობის საკითხი განიხილა. ადგილობრივები დუისის კულტურის ცენტრში შეიკრიბნენ და ერთსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაანონსეს.

მოსახლეობის თქმით, გუშინ დუისის პოლიციის განყოფილების უფროსისგან გაფრთხილება მიიღეს, რომ ჰესის მშენებლობისთვის ხელი არ შეეშალათ, რადგან ამით სახელმწიფოს ზიანს მიაყენებენ.

შეთანხმების მიხედვით კი 21 სექტემბრამდე, სანამ ექსპერტები გარემოსთვის მიყენებულ შესაძლო საფრთხეებზე დასკვნას არ შეიმუშავებენ, სამუშაოები არ უნდა განახლებულიყო.

პანკისში "ხადორი 3" ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია უკვე რამდენჯერმე გაიმართა.

დღის ამბები