21 დეკემბერი 2024,   22:06
ვრცლად
პრეზიდენტობის კანდიდატები ბრიუსელში - გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე ევროპარლამენტარებს ხვდებიან

პრეზიდენტობის კანდიდატები ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ. გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ -ს საპრეზიდენტო კანდიდატი  გრიგოლ ვაშაძე ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაში მონაწილეობას ხვალ მიიღებს. დღეს კი მას შეხვედრები ევროკავშირსა და პარლამენტში აქვს.

„ჩემი მთავარი თხოვნა, პირველი თხოვნა რომელიც იყო ეს არის ის, რომ ნორმალურმა  ეროვნულმა ხელისუფლებამ, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ევროპის კავშირთან ერთად უნდა დაიწყოს იმის ახსნა-განმარტება, ის კამპანია უნდა აწარმოოს, რომ  ჩვენმა მოქალაქეებმა, ბიზნესმენებმა, საზოგადოებამ მთლიანად გაიგოს, რა არაჩვეულებრივ  მომგებიან, შესანიშნავ საშუალებებს უქმნის ასოცირების შეთანხმება და ყოვლისმომცველი ღრმა  ვაჭრობის შეთანხმება.  ევროპის კავშირის და საქართველოს  ურთიერთობები  რა თქმა უნდა სამწუხაროდ რუსეთის ფედერაციასთან . ამის გარეშე ჩვენი საუბარი ვერ ჩაივლიდა,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პარალელურად ევროდეპუტატებს ხვდება „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძეც.

„ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტის მხარდაჭერა ისეთ საკითხებში, როგორიც არის საქართველოს დეოკუპაცია. ქართული დემოკრატიის განვითარება. საქართველოს შემდგომი დაახლოება  ევროკავშირთან. მაგრამ ჩემი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის ერთ-ერთი მთავარი საკითხი და თხოვნა ამ შეხვედრაზე არის ის, რომ მოხდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი  არალეგალურად მომუშავე ქართველების კანონიერად დასაქმება. და ევროპარლამენტში დავიწყოთ მსჯელობა და განხილვა იმაზე, რომ  ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი ქართველების გამოიყოს დასაქმების ლეგალური კვოტა,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

დღის ამბები