09 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
„იყო პატრიოტი და უნდოდა საქართველოში ჩამოსვლა,“- ნიუ-ჯერსიში გარდაცვლილი კურსანტის მამა

სოსო მაკარიძის ოჯახის წევრებმა მისი დაღუპვის შესახებ გვიან ღამით შეიტყვეს. როგორც ალექსანდრე მაკარიძე ამბობს, მას მეუღლესთან ერთად უკვე ყველა საბუთი მზად ჰქონდა ამერიკაში გასამგზავრებლად. მშობლები სოსო მაკარიძისთვის დიპლომის გადაცემის ცერემონიალზე დასასწრებად ემზადებოდნენ.

„უკვე მეორე კურსზე ჩაბარებული ჰქონდა მანჩესტერის ავიაციის საინჟინრო ფაკულტეტზე, მაგისტრატურაში. იყო პატრიოტი და უნდოდა საქართველოში ჩამოსვლა,“- აცხადებს დაღუპული სოსო მაკარიძის მამა.

აშშ-ი საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, დაღუპულების გადმოსვენების პროცედურები უკვე დაწყებულია და ყველაფერი კეთდება იმისთვის,  რომ სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯელაძე სამშობლოში მაქსიმალურად მოკლე დროში ჩამოასვენონ. 

დღის ამბები