17 ნოემბერი 2024,   12:04
ვრცლად
„ვითხოვთ სამმხრივ შეხვედრას და შრომის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნას" - ნინო ზაუტაშვილი

დღეს გახდება ცნობილი, როდის გაიმართება სამმხრივი შეხვედრა საზოგადოებრივ მაუწყებელში.

პროფკავშირები მოლაპარაკებათა მაგიდასთან მაუწყებლის მენეჯმენტსა და სამეურვეო საბჭოს ელოდება. მთავარი მოთხოვნა, შრომითი დოკუმენტის მომზადებაა, რომელიც დასაქმებულების უფლებებს დაარეგულირებს.

იმ შემთხვევაში თუ ასეთი დოკუმენტის მომზადებაზე მაუწყებლის ხელმძღვანელები უარს იტყვიან, პროფკავშირების თავმჯდომარის თქმით, ეს იქნება დადასტურება, რომ მენეჯმენტი ძველი კადრების ახლით ჩანაცვლებას გეგმავს.

„ვითხოვთ სამმხრივ შეხვედრას, სამეურვეო საბჭო, გენერალური დირექტორი და პროფკავშირი და ვითხოვთ შრომის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნას.

მხოლოდ ამ დოკუმენტის შემდეგ და მხოლოდ იმ პროცედურების გავლის შემდეგ, რასაც ჰქვია, საშტატო განრიგის დადგენა, სამუშაოს აღწერა და შემდეგ შეფასების დოკუმენტი, სანამ ეს ყველაფერი არ შეიქმნება ამ ადამიანების სამსახურიდან გაშვება იქნება  ძალიან სუბიექტური გადაწყვეტილება“-ამბობს ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი.

დღის ამბები