17 ნოემბერი 2024,   11:59
ვრცლად
აქცია ბათუმის მერიასთან - მოსახლეობა სამარშრუტო ტაქსების მიმართულების შეცვლას აპროტესტებს 

ბათუმის მერიასთან სოფელ ახალშენის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი სამარშრუტო ტაქსების მიმართულების შეცვლას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხაზების შეცვლამ მათ პრობლემები შეუქმნა. მათი თქმით, ქალაქის ცენტრში ჩამოსვლისთვის ორი სამარშრუტო ტაქსის მომსახურება უწევთ, რაც თანხებთანაა დაკავშირებული.

მოსახლეობა უშუალოდ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან შეხვედრას ითხოვს.

დღის ამბები