17 ნოემბერი 2024,   12:00
ვრცლად
პირველი ჯგუფის შშმ პირი ოზურგეთის საპატრულო პოლიციის წინ თავის დაწვით იმუქრება

პირველი ჯგუფის შშმ პირი ოზურგეთის საპატრულო პოლიციის წინ თავის დაწვით იმუქრება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში მცხოვრები 49 წლის რამაზ ფუტკარაძე საპატრულო ეკიპაჟის მიერ მისთვის, გუშინ, გრიგოლეთში დაკავებისას გამოწერილ 700-ლარიან ჯარიმას აპროტესტებს.

რამაზ ფუტკარაძე 2013 წელს ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანას მოხმარების გამო (20 გრამი) 6 წლით მართვის უფლება აეკრძალა. ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული ქმედება კანონშესაბამისად ცნო, ფუტკარაძე რამდენიმე თვეა შესაბამისი უწყებებიდან მართვის უფლების აკრძალვის მოხსნას ითხოვს, მან ამ მიზნით პრეზიდენტსაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

ფუტკარაძე მისი ახლობლის მანქანას მართავდა და 700 ლარი ჯარიმა მასაც და ავტომანქანის მფლობელსაც ერთობლიობაში შეეფარდათ.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ფუტკარაძემ სააპელაციო სასამართლოს უნდა მიმართოს. მას უკვე 8 ათასი ლარი აქვს ჯარიმებში გადახდილი და აცხადებს, რომ პატრული მას მიზანმიმართულად სდევნის.

ფუტკარაძე აცხადებს, რომ თუ ჯარიმას არ მოუხსნიან ის თავს დაიწვავს. ოზურგეთის საპატრულო პოლიციის წინ ადგილზე მობილიზებულია საპატრულო სამსახური და მაშველები.

დღის ამბები