თბილისის მერიაში მთაწმინდაზე კლდის ჩამონგრევას არ ადასტურებენ.
ადგილობრივების ინფორმაციით კი, შემთხვევა გვიან ღამით, ყიფიანის ქუჩაზე მოხდა. სასტუმროს მშენებლობის გამო აქ კლდე პირველად 31 მაისს ჩამოინგრა, რის შემდეგაც მშენებლობა შეჩერდა და კომპანიას უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა დაევალა.
ადგილობრივების განცხადებით, ტერიტორიაზე სამუშაოები რამდენიმე დღის წინ კვლავ განახლდა.
ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, კომპანიას დარღვევები არ ჰქონია, რის გამოც მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცეს.