09 ოქტომბერი 2024,   22:14
ვრცლად
ავღანეთში აფეთქების შედეგად 3 ჯარისკაცი დაიღუპა

16 სექტემბერს ავღანეთში აფეთქების შედეგად კოალიციური ძალების სამი ჯარისკაცი დაიღუპა. ტერაქტი ქაბულში, შეერთებული შტატების საელჩოსთან მოხდა. დანაღმული მანქანა, რომელსაც თვითმკვლელი ტერორისტი მართავდა, შენობის შესასვლელთან აფეთქდა. პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტების სამიზნე უცხოელი ჯარისკაცების ავტოკოლონა იყო. ნატოს შტაბბინაში უკვე დაადასტურეს, რომ ტერაქტის შედეგად სამი ჯარისკაცია დაღუპული, თუმცა ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, რომელი ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ ისინი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება თალიბანმა აიღო.

დღის ამბები