17 ნოემბერი 2024,   11:56
ვრცლად
ენმ-ის აჭარის ორგანიზაცია საარჩევნო კომისიების "ქართულო ოცნების" აქტივისტებით დაკომპლექტებაზე საუბრობს

ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაცია ვიდეომასალას აქვეყნებს, რომელიც, მათი შეფასებით, არჩევნების გაყალბებისთვის მზადებას ადასტურებს.

ირმა ხოროიშვილის განმარტებით, ხულოსა და შუახევის სარჩევნო უბნებს ქართული ოცნების აქტივისტებით აკომპლექტებენ. ამ პროცესში ჩართულები არიან კომისიების თავმჯდომარეები და სოფლის გამგებლები.

ოპოზიციური პარტიის წევრმა წარმოადგინა ვიდეომასლა, სადაც, მისი განცხადებით, თანამდებობის პირების დავალებით, აქტივისტები რეგისტრირდებიან საუბნო კომისიებში დასანიშნად.

ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ქართული ოცნება ამ გზით ცდილობს არჩევნების გაყალბებას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეაგირებისაკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები