21 დეკემბერი 2024,   16:15
ვრცლად
"რუსთავი 2"-ზე უარესიაო "იბერიაო"... მკიდია თქვენი "ომეგაც" და ყველაფერი" - სკანდალური ჩანაწერი ყიფიანსა და ოქუაშვილს შორის

როგორ და რა ფორმით ახორციელებს ხელისუფლება ზეწოლას დამოუკიდებელ ტელეკომპანია იბერიაზე - "კურიერს" წყარომ აუდიოჩანაწერი მიაწოდა,  რომელიც მტკიცებით, ტელეკომპანია "იბერიას" დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილისა და სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის საუბარს ასახავს. ჩანაწერში საუბარი სწორედ ტელეკომპანია "იბერიას" შეეხება და ისმის კონკრეტული პრეტენზიებიც პირისგან, რომელიც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრია. შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანია "იბერიამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლევან ყიფიანი "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით ლონდონში საადვოკატო კომპანიაშია დაბარებული.

"ზაზა ოქუაშვილი: მთავრობა ნორმალურად დაგვიდგეს გვერდში წარმოებასთან, ჩვენ კაცობასთან დაადგეს და რა დავაშავეთ გვითხრას.

ლევან ყიფიანი: დაგიდგეთ გვერდში კეთილი განწყობით.

ზაზა ოქუაშვილი: გიჟი ვარ ხომ?

ლევან ყიფიანი: ყველა გამოდის "რუსთავი 2"-ზე უარესი არისო "იბერია." უფრო აღიზიანებთ. ძნელია როცა ლაპარაკობ დათმობაზე, როცა ტელევიზია აგერ ასეთ ამბებშია.

ზაზა ოქუაშვილი: რა გავაკეთო?

ლევან ყიფიანი: მთელი შენი ბიუჯეტი "ქინძზე" გვკიდია, შენი ომეგა და ყველაფერი. რაც იქედან მოდის, ყველაფერი მიდის იქ იმიტომ, რომ ჰგონია რომ ის არის ყველაფერი. გონია, რომ ის თუ გამოვა, ის გამო...ვებული ვიღაც წვერებიანი ტიპი.

ტელევიზია, რომ გაცვალო აი ამ პრობლემებში მოვდივარ კეთილი ნებით და ჰა შეიტენეთ ერთ ადგილას. ეს პრობლემები მაქვს და გადამიწყვიტეთ და გადამიწყვიტეთ და გადავკოცნოთ ერთმანეთი." 

 

დღის ამბები