ვანდალიზმი ბათუმში - ევროპის მოედანზე BIAFF-ის ცხენთევზა დააზიანეს. საერთაშორისო კინოფესტივალის სიმბოლო ქალაქის ცენტრში სამი დღის წინ დადგეს.
ვანდალიზმი კი, სავარაუდოდ, გუშინ მოხდა, ასევე მოპარულია გარეგანათების ტრანსფორმატორი.
ფაქტის შესახებ უკვე იციან სამართალდამცველებმა. ფესტივალის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ დადგინდება, რამ დააზიანა BIAFF-ის ცხენთევზა.
ბათუმის საერთაშორის კინოფესტივალი 16 სექტემბერს იწყება და მასზე წელს 40 სრულმეტრაჟიანი და 35 მოკლემეტრაჟიანი ფილმი იქნება წარმოდგენილი.
ჩვენებების ერთერთი ლოკაცია სწორედ ევროპის მოედანია.