17 ნოემბერი 2024,   11:53
ვრცლად
"გურამ კაშიაზე ბევრად დიდ ქართველებს და კაი ტიპებს ბოდიში მოუხდიათ..." - "ქართული მარში" გურამ კაშიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

საქართველოს ნაკრები დღეს საღამოს უეფა-ს ერთა ლიგის მატჩზე ლატვიას დაუპირისპირდება. საპასუხისმგებლო შეხვედრის წინა ატმოსფეროს კიდევ უფრო ძაბავს ე.წ. "ქართული მარშის" წევრების განცხადებები, გურამ კაშიას წინააღმდეგ დაგეგმილ გამოსვლებთან დაკავშირებით. რამდენიმე წუთის წინ კონსტანტინე მორგოშიამ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ე.წ. "ქართული მარში" ყველა დაგეგმილ აქციას გააუქმებს, თუ კაშია საჯაროდ ბოდიშს მოუხდის იმ გულშემატკივარს, ვისთვისაც ფეხბურთელის ქმედებები და ლგბტ თემის მიმართ სოლიდარობის გამოცხადება მიუღებელი აღმოჩნდა.

„ერთი წინადადებით, რომ იმ ხალხს ვისაც ჩემი ამ ნაბიჯით მივაყენე შეურაცხყოფა ვუხდი ბოდიშს.  ქართველი ხალხი ვართ. მართლა პოლიტიკას თავი დავანებოთ, გურამ კაშიაზე ბევრად დიდ ქართველებს და კაი ტიპებს ბოდიში მოუხდიათ. რა ვიცი, მეც მოვიხდი ბოდიშს სიტყვაზე საჯაროდ იმ შეურაცხყოფებზე, რაც შეიძლება გადამეტებული იყო გურამ კაშიას მიმართ. მაგრამ ის ადამიანი როცა ამას არ აკეთებს, ჩვენ ქართული საზოგადოების დიდი თუ პატარა ნაწილი ვიტოვებთ ჩვენს აზრს, რომ ეს ადამიანი ბოდიშს იმიტომ არ იხდის, რომ არის დავალებული რაღაც გარკვეული ჯგუფებიდან და აქედან გამომდინარე არ აქვს საშუალება ამ ნაბიჯის,“-განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ და აღნიშნა, რომ საკმარისი იქნება თუ ბოდიშის წერილს გურამ კაშია facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნებს. 

მისივე თქმით თუ გურამ კაშია ბოდიშს არ მოიხდის, მის წინააღმდეგ აქცია მხოლოდ "ქართული მარში" არ გამართავს, რადგან რეგისტრაცია ამ აქციაში მონაწილეობაზე 26-მა ორგანიზაციამ გაიარა. 

დღის ამბები