17 ნოემბერი 2024,   11:58
ვრცლად
სამაშველო ღონისძიებები თურქეთში-დაბა ქემალფაშას მახლობლად ზღვაში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

თურქეთის ტერიტორიაზე, დაბა ქემალფაშაში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. თურქეთში, საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით მოქალაქე, რომელიც ტრაილერს მართავდა დღეს, დღის პირველ ნახევარში ზღვაში შევიდა და ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს.

„ჩვენ კონტაქტზე ვართ ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამაშველო სამსახურებთან. ხოფას გამგებლის ინფორმაციით, ამ დროისათვის ჩართულია სამსახურების სრული რესურსი, აგრეთვე ქართველი და თურქი სამაშველო სამსახურები მუშაობენ ერთობლივად და მიმდინარეობს აქტიური სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები,”-აცხადებენ საკონსულოში. 

დღის ამბები