17 ნოემბერი 2024,   11:54
ვრცლად
"წულუკიანი არ იმსახურებს, რომ იყოს იუსტიციის მინისტრი"-სერგი კაპანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს კომისიის რეკომენდაციები შეასრულოს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრის განცხადებას პასუხობს და ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიზიაროს დროებითი კომისიის რეკომენდაციები. სერგი კაპანაძე ხაზს უსვამს, რომ ამ რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ იმ პირების პოლიტიკურ პასუხისმგებლობას შეეხება, რომლებსაც შეხება ჰქონდათ არასრულყოფილად ჩატარებულ გამოძიებასთან.

ხელისუფლების მხრიდან რეალური მკვლელების მფარველობაზე საუბრობს საპარლამენტო უმცირესობაც. როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, იუსტიციის მინისტრმა მისი საჯარო გამოსვლებით კიდევ ერთხელ დააფარა ხელი იმ დამნაშავეებს, რომლებმაც ხორავას ქუჩაზე სასტიკი მკვლელობა ჩაიდინეს.

„მე მინდა გამოვეხმაურო იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომელიც მან სხვათაშორის თავის სახელით კი არ გაავრცელა, არამედ იუსტიციის სამინისტროს სახელით გაავრცელა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი რეკომენდაციის სამართლიანობა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნამდვილად ეს პიროვნება არ იმსახურებს, რომ იყოს იუსტიციის მინისტრის პოსტზე. იმიტომ, რომ იუსტიციის მინისტრის პოსტი არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობა, არამედ სამართლებრივი თანამდებობა. მნიშვნელოვანი თანამდებობა, რომელიც უნდა  იყოს დაინტერესებული ქვეყანაში სამართლიანობით. და ქალბატონი წულუკიანი თავის ნაბიჯებით ყველაფერს აკეთებს სწორედ ამის საწინააღმდეგოდ. ამიტომ მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მთავრობას, რომ მან ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ გავეცით შეასრულოს. მათ შორის შეასრულოს რეკომენდაცია რომელიც ეხება კონკრეტული მოქმედი თანამდებობის პირების პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და პირველ რიგში სწორედ ქალბატონი წულუკიანის,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.  

დღის ამბები