გადათხრილი ქუთაისი, სადაც უკვე 5 თვეა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. აყრილია მთავარი ქუჩები. ტურისტებისთვის მნიშვნელოვან სანახაობებამდე მისასვლელი გზების არარსებობის ადგილობრივები აცხადებენ რომ სეზონი ჩაუვარდათ. ქალაქის სტუმრებს უჭირთ გადაადგილება და დიდხანს იქ აღარ ჩერდებიან.
ისტორიული თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის საბჭოთა დროინდელი ტექნიკით მუშაობენ. ხიდი შესაკეთებლად გაზაფხულზე ჩაიკეტა და ის აგვისტოს ბოლოს უკვე აღდგენილი უნდა ყოფილიყო თუმცა მისი ოფიციალური გახსნა ჯერ ვერ ხერხდება.
ქუთაისის მერიაში ადასტურებენ რომ სამუშაოები დროში გაიწელა თუმცა ამაზე პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტი იხსნის. მერიაში აცხადებენ, რომ ვადაგადაცილების გამო კომპანიები დააჯარიმეს.
ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.