გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მცხოვრები 300-მდე ოჯახი სასმელ წყალს ითხოვს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მცხოვრებლების ერთი ნაწილი წყალს თვითნებურად ისაკუთრებს და ახლადშეკეთებულ წყალშემკრებ ნაგებობამდე ის საერთოდ ვერ აღწევს.
სოფელ კარდენახში წყლის მოსამარაგებლად მათ ყოველდღიურად კილომეტრობით გზის გავლა უწევთ. იმისთვის, რომ წყალმომარაგების საკითხი მოეგვარებინათ, ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათგან პასუხი კვლავ უწყლობაა.
ხმაური და დაპირისპირება მოსახლეობასა და კარდენახში მერის წარმომადგენელს შორის წყალთან დაკავშირებულ პრობლემებს მოჰყვა. ადგილობრივების განცხადებთ, სწორედ მისი ნებართვის მიეწოდება მხოლოდ სოფლის ნაწილს წყალი, მეორე ნაწილი კი უწყლოდაა დარჩენილი.
ბრალდებებს არ იზიარებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი. გიორგი მარტაშვილის თქმით, სოფელში პრივილეგიით არც ერთი ოჯახი არ სარგებლობს.
კარდენახის მოსახლეობა წყალმომარაგების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ისინი რაიონის მერს და საკრებულოს დეპუტატებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ და წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებით იმუქრებიან.
ავტორი: ია გულიაშვილი.