14 ოქტომბერი 2024,   12:19
ვრცლად
ესტონეთის ელჩს სისხლში ტყვიის მომატებული შემცველობა დაუდგინდა - ის ცვლილებას საქართველოში ყოფნას უკავშირებს

ესტონეთის ელჩის კაი კაარელსონის სისხლში ტყვიის მომეტებული შემცველობა დაფიქსირდა. ესტონეთის ელჩი კაი კაარელსონი არ გამორიცხავს, რომ მის სისხლში ტყვიის მომატებული დონე საქართველოში ყოფნას უკავშირდებოდეს.

ელჩის შემდეგ სისხლის ანალიზი იმავე ლაბორატორიაში საელჩოს სხვა თანამშრომლებმაც გაიკეთეს. გერმანიიდან საგანგაშო პასუხები დაბრუნდა. სისხლში ტყვიის მაქსიმალური დონე ქალებისთვის სამოცდაათი უნდა იყოს, მამაკაცებში კი ოთხმოცდაათს არ უნდა აღემატებოდეს.

ძალიან მომატებული ჰქონდა ტყვიის დონე სისხლში ესტონეთის კონსულს იურგო ლოს. ესტონეთის კონსული სისხლში ტყვიის მატებას იმას უკავშირებს, რომ თბილისის ქუჩებში ხშირად ფეხით დადის. ის არ გამორიცხავს, რომ დაბინძურებულ ჰაერს უფრო მეტად ისუნთქავს და ტყვიაც სისხლში ამ გზით აღწევს.

ელჩის თანაშემწეს ნატალია ფარჯანაძესაც სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული ჰქონდა. ესტონეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ატაშე მარგუს გერინგი ერთი წელია საქართველოშია. მისი და მისი მეუღლის მაჩვენებლები ნორმას არ აღემატებოდა, მაგრამ ტყვიის დონე ძალიან მომატებული მათ სამი წლის შვილის სისხლში აღმოჩნდა.

ცნობილია, რომ ტყვიით მოწამვლა შესაძლოა, უკავშირდებოდეს ტყვიის შემცველ საღებავს. ტყვია შეიძლება საწვავშიც იყოს, წყლის მილებშიც, საკვებში, ხორცსა და სუნელებში, სათამაშოებში. მიზეზის დასადგენად საფუძვლიანი კვლევა საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა.

 

დღის ამბები