09 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
რა მოტივს ასახელებს ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ზაურ დადაევი?

ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ზაურ დადაევი, რომელიც აღიარებს დანაშაულს, მოტივად პოლიტიკოსის მიერ მუსლიმანობის საწინააღმდეგოდ გაკეთებულ განცხადებებს ასახელებს. ამის შესახებ რუსული მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

მის დაკავებას ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი გამოეხმაურა. ის პირადად იცნობდა დაკავებულს. კადიროვის თქმით, ის რუსეთის ნამდვილი პატრიოტი იყო და 46-ე ბრიგადაში მსახურობდა. კადიროვმა სოციალური ქსელის მეშვეობით ასევე განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი „რუსეთის საწინააღმდეგოდ ნაბიჯსაც არ გადადგამდა.”

სწორედ ბორის ნემცოვის საქმე იქნება მთავარი თემა ოთხშაბათს ევროპარლამენტის სესიაზე. იგეგმება რეზოლუციის მიღებაც.

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები