17 ნოემბერი 2024,   11:53
ვრცლად
კომპანია „ინჟინერთა ჯგუფის“ თანამშრომლები აღსრულების ეროვნულ ბიუროს პროცესის გაჭიანურებას ედავებიან

კომპანია „ინჟინერთა ჯგუფის“ ორასამდე ყოფილი თანამშრომელი 4 თვის ხელფასის ანაზღაურებას ითხოვს.

მათ უკვე მიმართეს აღსრულების ბიუროს დახმარების თხოვნით და ახლა უკვე მათ ედავებიან პროცესის გაჭიანურებისთვის. კომპანიას აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უკვე ჩამოაჭრა ის თანხა, რომელიც უნდა გაიცეს ყოფილ თანამშრომლებზე.

„ჩვენ პრეტენზია გაგვაჩნია აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან იმიტომ, რომ არაკანონიერი გზით შეაჩერა ჩვენი იძულებითი აღსრულების პროცესი,“ - განაცხადა „ინჟინერთა ჯგუფის” ყოფილი თანამშრომელმა, გიორგი ალექსანდრიამ.

როგორც ბიუროში აცხადებენ „ინჟინერთა ჯგუფის“ საქმის წარმოება დაიწყო მიმდინარე წლის 10 აგვისტოს და ერთიანდება 34 საქმე, რომელთა დეტალური შესწავლა დროს მოითხოვს.

დღის ამბები