17 ნოემბერი 2024,   11:55
ვრცლად
"ალი და ნინოს" ქანდაკებაზე ასული მოქალაქე ჩამოიყვანეს - თერჯოლელი კონსტანტინე ედიბერიძე თავისუფალი ცხოვრების უფლებას ითხოვდა

ბათუმში "ალი და ნინოს" ქანდაკებაზე ასული მოქალაქე მაშველებმა სპეცტექნიკის გამოყენებით ჩამოიყვანეს. თერჯოლელი კონსტანტინე ედიბერიძე პროტესტის ნიშნად ავიდა ქანდაკებაზე და ამ ფორმით თავისუფალი ცხოვრების უფლებას ითხოვდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები და პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი. სამაშველო ოპერაცია რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

სამართალდამცველსა და ედიბერიძეს შორის მცირე ინციდენტიც მოხდა, რის შემდეგაც დაკავებული პატრულის მანქანაში ჩასვეს და შემთხვევის ადგილიდან გაიყვანეს.

კონსტანტინე ედიბერიძე სოფელ ჭოგნარიდანაა, სადაც მას და პოლიციას შორის დაპირისპირება  ედიბერიძეების ეზოში 30 ძირის კანაფის განადგურების გამო მოხდა.

 

დღის ამბები