ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.
როგორც ცნობილია, სწორედ ამ სხდომაზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ რა ფორმით და რესურსებით დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს. მათ შორის მიღებული იქნება გადაწყვეტილება ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებითაც.
მმართველმა გუნდმა გუშინ ოფიციალურად განაცხადა, რომ დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო მარათონში ჩაერთვება. მალევე „ოცნების“ ამ განცხადებას სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას მოლოდინი მხარდაჭერის ჰქონდა და მმართველ პარტიას იმედს არ გაუცრუებს.