09 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
რას ჰყვება პუტინი ფილმში "გზა სამშობლოსკენ"

"გზა სამშობლოსკენ" - ასე ჰქვია ახალ დოკუმენტურ ფილმს, სადაც ვლადიმერ პუტინი ერთი წლის წინ ყირიმში განვითარებულ მოვლენებზე ილაპარაკებს.

ფილმი ტელეარხმა "როსიამ" უკვე დააანონსა. ფილმის მიმოხილვაში პუტინი ყირიმის შემოერთებისთვის ჩატარებულ ოპერაციას აღწერს. ასევე ჰყვება იმის შესახებ, რომ დაიბარა სპეცსამსახურისა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები და პირადად დაავალა უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის,ვიქტორ იანუკოვიჩის გადარჩენა.

პუტინი ამბობს, რომ იანუკოვიჩის გამოყვანა პირდაპირ დონეცკიდან იყო დაგეგმილი ხმელეთით, ზღვით ან ავიაციით. ამის შემდეგ პუტინი იხსენებს, რომ თავის კოლეგებს მისცა ბრძანება ყირიმის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დაბრუნების შესახებ.

ფილმი ეთერში კვირას გავა.

დღის ამბები