09 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
ქურთი მებრძოლები ისლამისტებს დაუპირისპირდნენ

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინცია ჰასაკაში ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებსა და ქურთ მებრძოლებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ქურთი მებრძოლების მხრიდან გახსნილი ცეცხლი ჩანს.

ერაყი კი შეერთებული შტატების სამხედრო კოალიციისგან ავიაიერიშების გაგრძელებას ითხოვს, რათა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლები განადგურებას გადაარჩინონ.

ჯიჰადისტების მიერ უძველესი მესოპოტამიური ცივილიზაციის ძეგლების განადგურებას მეცნიერები ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ბარბაროსულ აქტად აღიარებენ.

დღის ამბები