17 ნოემბერი 2024,   11:59
ვრცლად
რობაქიძის საქმე - გურამ დონაძე პროკურატურას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს

ბუტა რობაქიძის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული გურამ დონაძე მთავარ პროკურატურას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს. დონაძის განცხადებით, პროკურატურის მიერ წარდგენილი 81 მოწმიდან სასამართლოზე ჩვენება მხოლოდ 27-მა მისცა.

მოწმის სტატუსით არ გამოკითხულთა რობაქიძესთან ავტომანქანაში მჯდომი კახაბერ აზარაშვილი, რომელიც მანამდე ნასამართლევი იყო ქურდობაზე და განცხადებაში წერს, რომ მანქანაში იარაღი ედო, თუმცა პროკურატურას ამ საკითხზე გამოძიება არ ჩაუტარებია. 

ასევე არ გამოკითხულან FBI ფედერალური ექსპერტები, რომლებმაც საქმეში არსებული ფირების ექსპერტიზა ჩაატარეს.

გურამ დონაძე ამბობს, რომ პროკურატურამ მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მისაცემად გამოიყენა ის სამართალდამცველები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე 24 ნოემბერს დაკავებულებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და რომლებიც დღესაც მუშაობენ სამართალდამცავ სტრუქტურებში.

„81 მოწმიდან, დაახლოებით მოიყვანეს 27 მოწმე და დამალეს მთავარი, არ მოიყვანეს ფედერალური ბიუროს ორი ექსპერტი და გამომძიებელი და გადამალა ერთ-ერთი მთავარ მოწმე, მათი მოწმე, კახაბერ აზარიაშვილი, რომელიც იჯდა ამირან რობაქიძესთან ერთად იმ დღეს მანქანაში და რომელიც წერს, 2006 წელს, რომ ამ ავტომანქანაში, მას ედო მაკაროვის ცეცხლსასროლი იარაღი,“ - განაცხადა გურამ დონაძემ.

 

 

დღის ამბები