შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიმდინარე კვირაში სააპელაციო საბჭოს მიმართავს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან სტუდენტებმა დღეს აქცია-პერფორმანსი გამართეს და კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება შეუჩერდა.
მათ იმედი აქვთ, რომ ცენტრის ახალი ხელმძღვანელი სამართლიანობას აღადგენს.