17 ნოემბერი 2024,   12:05
ვრცლად
"სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ გავიღვიძეთ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ," - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე   

სამწუხაროა, რომ დასავლეთმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ვერ გაიღვიძა- განცხადება ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ გააკეთა. 

უეს მიტჩელმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ოფიციალური ვაშინგტონის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც მიტჩელის შეფასებით, დასავლეთმა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ გააანალიზა.

„საქართველოს წარმატება რეფორმების გზაზე არის საბოლოო და ყველაზე მნიშვნელოვანი გზა ვლადიმერ პუტინისთვის დარტყმის მისაყენებლად. იგივე ეხება უკრაინასაც. საქართველოსთან ომმა აჩვენა, როგორც რუსეთის შესაძლებლობები, ასევე განზრახვა, რომ სისტემატურად გამოეთხარა ძირი დასავლური უსაფრთხოებისა და პოლიტიკური წესრიგისთვის. არსებობდა ერთსულოვნება, რომ რუსეთი დასავლეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია გაჩნდა ფართო კონსენსუსი დასავლურ საზოგადოებაში, რუსულ საფრთხეებთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ გავიღვიძეთ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ,“ - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვეს მიტჩელმა.

დღის ამბები