აქცია-პერფორმანსი მთავრობის ადმინისტრაციასთან - შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მათი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გაახმოვანეს. ისინი კვლავ აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებას და უნივერსიტეტისთვის პირველკურსელთა მიღების უფლებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.