17 ნოემბერი 2024,   11:52
ვრცლად
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში იმყოფება 

ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში იმყოფება. პირველი შეხვედრა გიორგი მარგველაშვილთან გამართა. მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო ურთიერთობები განიხილეს და საქართველოს ოკუპაციის საკითხზე ისაუბრეს.

„მესმის თქვენი ნათელი განცხადებები და პოზიცია საქართველოს ოკუპაციასთან და კონკრეტულად საოკუპაციო ზოლთან დაკავშირებით. საქართველო აფასებს თქვენს მამაცობას. მადლობა რომ ხართ ასეთი მეგობარი და მხარდამჭერი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ესტონეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პრობლემები მალე დასრულდება.

ესტონეთის პრეზიდენტი მოგვიანებით პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მან ხაზი გაუსვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

კერსტი კალიულაიდმა საქართველოში სამუშაო ვიზიტი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გვირგვინით შემკობის ცერემონიით დაიწყო.

პრეზიდენტმა პატივი მიაგო არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას. კერსტი კალიულაიდი მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაშიც მიიღებს მონაწილეობას. 

დღის ამბები