03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
მარათონი უკრაინის მხარდასაჭერად

დიასპორის კვირეულის ფარგლებში, დღეს მარათონი გაიმართება და ის სტარტს, სიმბოლურად, უკრაინის საელჩოსთან აიღებს. ღონისძიებით საქართველო უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.

საქველმოქმედო მართონში უშუალოდ მონაწილეობს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე.

მსვლელობის დროს დაგეგმილია პარტნიორი უწყებების, სასწავლო დაწესებულებების, ბიზნეს-კომპანიების ჩართვითა და დახმარებით, ქართულ ენაზე გამოცემული ახალი წიგნების დიასპორული ორგანიზაციებისთვის საზღვარგარეთ გასაგზავნად შეგროვება. მარათონი თავისუფლების მოედანზე დასრულდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები