17 ნოემბერი 2024,   11:52
ვრცლად
ხორბლის გადაზიდვაში შექმნილი პრობლემები - „ევროპული საქართველო“ ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს

ხორბლის გადაზიდვაში შექმნილი პრობლემების გამო, „ევროპული საქართველო“ ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს. ხორბლის გადაზიდვით დაკავებული მეწარმეები აქციებს გეგმავენ.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატთან, დავით ბაქრაძესთან საუბარში მეწარმეები ამბობენ, რომ მთავრობის და ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით იქმნება ახალი მონოპოლიური რგოლი, რის შედეგადაც უმუშევარი დარჩება 5 ათასზე მეტი ადამიანი.

„5 ათასი ოჯახი საქართველოში უნდა დარჩეს უმუშევარი, უნდა დაკარგოს შემოსავალი და დარჩეს პირისპირ ბანკის ვალებთან, იმისთვის, რომ სამმა ოჯახმა შექმნას მონოპოლია და იშოვოს დამატებითი მილიონები. ეს არის ხორბლის გადაზიდვის სფეროში დღეს შექმნილი სიტუაცია. ეს სიტუაცია შეიქმნა სახელმწიფოს პირდაპირი მონაწილეობით, ეს სიტუაცია შეიქმნა ფინანსთა მინისტრის ხელით პირდაპირ და ფინანსთა მინისტრის ბრძანების შედეგად. ამ მონოპოლიის შექმნას, გარდაუვლად მოჰყვება ხორბალზე და ფქვილზე ფასების გაძვირება და ეს გააძვირებს პურს მთელს საქართველოში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

დღის ამბები