პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა ქართველი მსმენელისთვის დაუკრა. კონცერტი ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გაიმართა. მასზე დასასწრები ბილეთები 2 საათში გაიყიდა. სწორედ ამიტომ მსმენელს გენერალურ რეპეტიციაზე დასწრების საშუალება უფასოდ მიეცა.