17 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
"ოქრუაშვილის და სააკაშვილის პოლიტიკური საქმიანობა უკვე შეაფასა საზოგადოებამ"-არჩილ თალაკვაძე ოქრუაშვილის განცხადებას ეხმაურება

ირაკლი ოქრუაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური საქმიანობა ქართველმა ხალხმა უკვე შეაფასა და ის ამ დრომდე უცვლელია - სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პასუხობს. აქვე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ რუსეთი აგრესორია და რუსული ჯარი საქართველოში უკანონოდ იმყოფება.

„აგრესორი არის რუსეთის ფედერაცია, ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა და რუსეთის ჯარისკაცების საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან უკანონოდ. მე კიდევ ერთხელ მინდა პატივისცემა გამოვხატო და ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების წინაშე. იმ ჯარისკაცების წინაშე, რომლებმაც ტერიტორიული მთლიანობისთვის, სამშობლოსთვის დადეს თავისი სიცოცხლე ომში. რაც შეეხება ბატონ ოქრუაშვილს, რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს, იმ ადამიანებს, რომელთა  მიმართაც საზოგადოებას აქვს კონკრეტული შეკითხვები, პრეტენზიები და მათი პოლიტიკური საქმიანობა უკვე შეაფასა საზოგადოებამ  რამდენჯერმე როგორც არჩევნების ასევე საზოგადოებრივი აქტივობის გზით. მე ვფიქრობ ეს შეფასებები დღესაც ძალაშია,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ირაკლი ოქრუაშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ  შაბათის "კურიერს" მისცა. როგორც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთს მოიხსენიებდა საქართველოს განგრენად

ამავე თემაზე
დღის ამბები