საქართველოში განათლების სისტემის ამერიკელი ექსპერტები იმყოფებიან - ისინი ქვეყანაში შავი ზღვის უნივერსიტეტის მოწვევით ჩამოვიდნენ. რამ გამოიწვია სასწავლებელთან დაკავშირებულ შექმნილი ვითარება - ამ საკითხის გასაკრვევად დაგეგმილია მათი შეხვედრები პროცესში ჩართულ ყველა პირთან, მათ შორის კანონმდებლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. რამდენიმე შეხვედრა უკვე შედგა, პროცესი დღესაც გაგრძელდება.