17 ნოემბერი 2024,   11:55
ვრცლად
მძღოლების აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელიც დღეს თავის დაწვით იმუქრებოდა, ფინანსთა მინისტრი ხვდება

ლილოს ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელიც დღეს თავის დაწვით იმუქრებოდა, ამ წუთებში ფინანსთა მინისტრი ხვდება. ივანე მაჭავარიანი ადგილზე მასშემდეგ მივიდა, რაც აქციის მონაწილე ერთ-ერთი შენობის სახურავზე ავიდა, საწვავი გადაისხა და მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა. 

შეხვედრა ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. უცნობია იმყოფებიან თუ არა ამ შეხვედრაზე აქციის სხვა მონაწილეებიც.  

ხორბლის იმპორტიორების პროტესტის მეოთხე დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან იმ დადგენილების შეცვლას მოითხოვენ, რომლითაც მათ ხორბლის სახმელეთო იმპორტი ეკრძალებათ 

დღის ამბები