"ლეიბორისტული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი გურჯაანში სტიქიის შედეგებს გაეცნო. შალვა ნათელაშვილი სოფელ ჩალაუბანში, ერთ-ერთი დაზარალებულის ვენახში იმყოფებოდა, სადაც სეტყვამ ვენახები სრულად გაანადგურა.
პრეზიდენტობის კანდიდატი მინისტრებს მოუწოდებს, ადგილზე გაეცნონ შექმნილ ვითარებას.
მისივე თქმით, ხელისუფლება ვალდებულია დაზარალებულ მევენახეებს კომპენსაცია ყურძნის საბაზრო ღირებულების შესაბამისად გადაუხადოს.