დედოფლისწყაროში ხანძარს 72 წლის ქალი ემსხვერპლა.
შემთხვევა ჰერეთის ქუჩაზე მოხდა.
სახლიდან, სადაც მოხუცი მარტო ცხოვრობდა, ცეცხლის ალი მეზობელმა შენიშნა, რის შემდეგაც მის გადარჩენას შეეცადა, თუმცა, ადგილზე მისულ სახანძრო-სამაშველო ბრიგიადას და სასწრაფო დახმარების ჯგუფს მოხუცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
წინასწარი ინფორმაციით, აალება გაუმართავმა ელექტრო გაყვანილობამ გამოიწვია.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.