17 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
"ეკლესიას აზრი არ შეგვიცვლია და ვართ აბსოლუტურად შეუვალები"-მღვლდემთავრები მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის გაწვევას ითხოვენ

მღვდელმთავრები მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას ითხოვენ. როგორც საკვირაო ლოცვის დასრულების შემდეგ მაღალი იერარქიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, დღეს პატრიარქმა  ცალსახად აღნიშნა, რომ უნდა მოხდეს ამ კანონპროექტის საკანონმდებლო ორგანოდან გაწვევა, რაც აქამდე არ მომხდარა.

„მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ მოუწოდა დღეს ხელისუფლებას, რომ გაწვეული იყოს   კანონი მარიხუანას კულტივაციის თაობაზე ჯერ შეჩერებულია. უწმინდესმა ბრძანა საკმაოდ მკაფიოდ, რომ  ამჟამად არის შეჩერებული და ჩვენ ველოდებით და მოვუწოდებთ, რომ მოხდეს გაწვევა, რაც აუცილებელია ჩვენი საზოგადოების დამშვიდებისთვის,“-განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ. 

პატრიარქის ქადაგებას გამოეხმაურა მეუფე იაკობიც. მღვდელმთავარი ამბობს, რომ ეკლესია ამ საკითხზე არის შეუვალი და ითხოვს კანონპროექტის სრულად გაწვევას.

„ეკლესიას აზრი არ შეგვიცვლია, რაც იყო ის დარჩა. კანონის სრული გაწვევა. რაც ვთქვით იმ აზრზე ვართ. აბსოლუტურად, ერთიანი ვართ ეკლესია ამაში და შეუვალები ვიქნებით,“-განაცხადა მეუფე იაკობმა და აღნიშნა, რომ მღვდელმთავრები არანაირ აქციებს და გამოსვლებს აღნიშნულ თემაზე არ გეგმავენ.

დღეს, საკვირაო ლოცვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა ქადაგებით მიმართა მრევლს. ილია მეორემ აღნიშნა, რომ ეკლესიის თხოვნით მოხდა კანონპროექტის განხილვის შეჩერება. თუმცა მან იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ მის განხილვას პარლამენტი არ დაუბრუნდება. პატრიარქის თქმით საპატრიარქომ სთხოვა პარლამენტს, რომ მოხდეს ამ კანონპროექტის გაწვევა.   

ამავე თემაზე
დღის ამბები