აქცია გურიაში - მოსახლეობამ ოზურგეთი ლანჩხუთის დამაკავშირებელი ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და სტიქიისგან მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურებას ითხოვენ.
წინასწარი გათვლებით, გურიის მხარეს სტიქიამ რამდენიმე მილიონი ლარის ზარალი მიაყენა, თუმცა ზუსტ რიცხვებზე ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ საუბრობენ.