ზაზა სარალიძემ თბილისის მერიას ოფიციალური განცხადებით მიმართა. მისი მთავარი მოთხოვნაა მერიამ მას და მის მხარდამჭერებს პარლამენტთან კარვების დადგმის უფლება მისცენ.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის თქმით, უამინდობის შემთხვევაში მათ გაუჭირდებათ აქციის გაგრძელება.
„მოვითხოვე აქციის ვადის გაგრძელება და ამასთან ერთად, მოგვცენ უფლება კარვების დადგმის, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირდაპირ გვაქვს უფლება რომ არც სჭირდება ამას ოფიციალური მოთხოვნა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, რომ მიმემართა ოფიციალურად მერიისთვის, რომ ორი კარავი მაინც გაგვაშლევინონ ამინდის გაუარესების გამო. იქ მყოფი პირები ძალიან ცუდ ვითარებაში ვართ, სიცივე, წვიმა და აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენ თავზე გადადის,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.