17 ნოემბერი 2024,   11:54
ვრცლად
"მივმართავ ივანიშვილს, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობა არის საფრთხის ქვეშ და პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ" - ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობა" ვანო მერაბიშვილის სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანას და სრულყოფილ გამოკვლევას მოითხოვს.

საგანგებო განცხადება, პარტიის პოლიტსაბჭოს მდივანმა გააკეთა. ნიკა მელიას თქმით, ყოფილი პრემიერის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და ამ დრომდე არ არსებობს რეალური დიაგნოზი, რის მიხედვითაც სწორი მკურნალობა დაიწყება.

მელია ვანო მერაბიშვილის შესაძლო მოწამვლის ფაქტზეც საუბრობს.

„25 დღეში სამი სხვადსხვა დიაგნოზი დასვეს და რომელ დიაგნოზს უნდა დავუჯეროთ. ფაქტი არის სახეზე  ყოველ დღიურ რეჟიმში უკანონო პატიმრის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. ამიტომ ჩვენ გაქვს კატეგორიული მოთხოვნა უახლოეს საათებში ვანო მერაბიშვილი იქნას გადაყვანილი სამოქალაქო, მრავალპროფილიან სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას ჩაუტარდება სრულფასოვანი გამოკვლევა სტაციონალურად და უნდა ჩართონ აუცილებად უცხოელი ექსპერტები. ქართული სამედიცინო საზოგადეობის წარმომადგენლები საუბრობენ და ეჭვი აქვთ, რომ იგი არის მოწამლული და ხელისუფლება არის დაბნეული და აკეთებენ ურთიერთ გამომრიცხავ განცხადებებს,“

ნიკა მელია ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილის აკისრებს და აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერი ივანიშვილის პირადი პატიმარია.

„მივმართავ ბიძინა ივანიშვილს ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობა არის საფრთხის ქვეშ და მთელი პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ. ვანო მერაბიშვილის უკან დგას ათასობით მხარდამჭერი ნაციონალური მოძრაობისა და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ სიტუაციის ესკალაცია,“-განაცხადა ნიკა მელიამ. 

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გაუარესდა. მას რამდენჯერმე დასჭირდა ჰოსპიტალიზება. საბოლოოდ ითქვა , რომ მსჯავრდებულს ჰორნერის სინდრომი აქვს. 

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. 

პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ადვოკატის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს. ​ უწყების ცნობით, მსჯავრდებულს დაესვა დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობა აქვს დანიშნული, რომელსაც დაწესებულების მედპერსონალი უზრუნველყოფს.

უწყებამ გაასაჯაროვა დიაგნოზიც, რომელიც მერაბიშვილს ექიმებმა დაუსვეს. განცხადებაში წერია, რომ ყოფილ პრემიერს ვაზო-მოტოვრული რინიტი და ჰორნერის სინდრომი აქვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები