სააფთიაქო ნარკომანიის ლობირებასთან დაკავშირებით პასუხისგებაში 20 პირია მიცემული. მათ ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ლობირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კითხავენ.
„კურიერის“ ინფორმაციით, დაკავებულთაგან 6 პირზე, პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მათ შორის არის სამედიცინო სფეროს რეგულირების სააგენტოს უფროსი, გია თვალავაძე, რომელიც მისი კაბინეტიდან ხელბორკილებით გაიყვანეს. თვალავაძის წინააღმდეგ საქმე თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლითაა აღძრული.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს, ანტიკორუფციულმა სააგენტომ სააფთიაქო ნარკომანიის მფარველობისა და ხელშეწყობის ფაქტზე გია თვალავაძესთან ერთად კიდევ ხუთი პირი დააკავა.
სუს-ში განმარტავენ, რომ დაკავებული თვალავაძე ბოროტად იყენებდა საკუთარ უფლებამოსილებას და იმის მიუხედავად, რომ მას ფსიქოტროპული აბების უკანონო გასაღების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ, არ რეაგირებდა.