მორიგი ფარული ჩანაწერი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ელიტურ კორუფციაში ამხელს-ახალი ფარული ჩანაწერიდან ირკვევა, რომ „ომეგა ჯგუფს“ გაყიდული სიგარეტის თითოეული კოლოფიდან „ქართული ოცნების“ ფონდში 2.5 თეთრის ჩარიცხვას სთხოვდნენ. კერძოდ, აუდიო ფაილში "თბილისის თამბაქოს" ერთ-ერთი აქციონერი, ირაკლი ჩუბინიშვილი უხსნის ომეგა ჯგუფი დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს, თუ როგორ იხდის ორ-ნახევარ თეთრს, ყველა კოლოფი სიგარეტიდან მმართველი პარტიის შავ სალაროში. "ქართული ოცნება" იგივეს ითხოვდა "ომეგა ჯგუფისგან" და სანაცვლოდ ბიზნესის ხელშეუხებლობას ჰპირდებოდა.
ამავე ჩანაწერიდან ირკვევა, რომ „ოცნებისათვის“ ფულის გადახდა სავალდებულო იყო არა მხოლოდ თამბაქოს ქართველი მწარმოებლებისთვის, არამედ ფული ივანიშვილის პარტიაში თამბაქოს უცხოელ მწარმოებლებსაც მიჰქონდათ. მათ, ვინც საკუთარ პროდუქციას ქართულ ბაზარზე ყიდის.
წილი "ქართულ ოცნებაში" ყველა გაყიდული სიგარეტიდან არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში მიდიოდა. "თბილისის თამბაქოს" აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრის ვანო ჩხარტიშვილი პარტნიორია, ყვება, რომ არჩევნების წინ მათ „ქართული ოცნება“ ტრადიციულზე მეტის გადახდას სთხოვდა. გაზრდილმა თანხმა კი ისინი პანიკაში ჩააგდო და არჩევნების შემდეგ ხელისუფლებასთან ვაჭრობას აპირებდნენ, რომ ქრთამის ოდენობა შეემცირებინათ.
ჩანაწერიდან ირკვევა ისიც, რომ ამ პროცესს ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი კურირებდა.