17 ნოემბერი 2024,   12:01
ვრცლად
სააფთიაქო ნარკომანია და დაკავებული 20 პირი - სუს-მა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს უფროსი საკუთარ კაბინეტში დააპატიმრა

სააფთიაქო ნარკომანია და ურეცეპტოდ ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვის მფარველობა - სამართალდამცავებმა 20 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი სამედიცინო რეგულირების სააგენტოს უფროსია. გია თვალავაძეს ხელბორკილები საკუთარ კაბინეტში დაადეს. მას გამოძიება თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავება. თვალავაძეს ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამტკიცებენ, რომ ჯანდაცვის სამინსიტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს უფროსს სააფთიაქო ნარკომანიაზე ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა დამნაშავეებს მფარველობდა. თუ მოქალაქე ცხელ ხაზზე სამინისტროს მიაწოდებდა ინფორმაციას, რომ აფთიაქში ფსიქოტროპულ წამლებს ურეცეპტოდ ყიდდა, გია თვალავაძე განზრახ არ რეაგირებდა.

დაკავებულები არიან ასევე სხვდასხვა აფთიაქების მეპატრონეები და თანამშრომლები. მათგან 14-ს გამოძიებამ ბრალი წაუყენა, თუმცა საპატიმროში არ გადაუყვანია. 6 დაკავებული მათ შორის გია თვალავაძეც სასამართლოს გადაწყვეტილებას საპატიმროში დაელოდება.
 

ამავე თემაზე
დღის ამბები